ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ორგანიზებით, ვეტერინარული ენტომოლოგიის მიმართულების საერთაშორისო დონის ტრენინგი ჩატარდა

#

ტრენინგს უძღვებოდნენ თურქი ექსპერტები, რომლებმაც თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაატარეს.

ტრენინგზე განიხილეს ვექტორებით გადამდები დაავადებების - ბლუთანგისა და დასავლეთ ნილოსის ცხელების გადამტანი მწერების ტაქსონომია, მორფოლოგია, ნიმუშების შეგროვების, დამუშავების და იდენტიფიკაციის გზები, ასევე, მათი კონტროლის და მათთან ბრძოლის საშუალებები.

ტრენინგს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და სომეხი კოლეგები სომხეთის სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასებისა და ანალიზის სამეცნიერო ცენტრიდან.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევითი პროექტებზე მუშაობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი და კვლევა განხორციელდა.