ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებს ყირიმ-კონგოს დაავადების დიაგნოსტიკის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები ყირიმ-კონგოს დაავადების ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ თანამედროვე მიდგომებს და სიახლეებს გაეცნენ.
ლაბორატორიის სპეციალისტებისთვის სწავლება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) საქართველოს ოფისის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ჩაატარა.
სწავლების ძირითად მიმართულებას მონიტორინგის დროს ცხოველის სისხლის შრატში ყირიმ-კონგოს დაავადების დიაგნოსტიკის სეროლოგიური მეთოდების გამოყენება წარმოადგენდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.