ლაბორატორიის სპეციალისტებს ბიოუსაფრთხოების მესამე დონის სწავლება ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს ბიოუსაფრთხოების მესამე დონის (ბუდ-3; BSL-3) განახლებადი სწავლება ჩაუტარდათ.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა განაახლეს ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში მუშაობისთვის საჭირო ძირითადი საკითხები - დეზინფექცია/დეკონტამინაცია, ნიმუშის ტრანსპორტირება/გადატანა, დაღვრის გაწმენდის პრინციპები.
ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში გამართულ სწავლებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული სწავლება ჩატარდა.