სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა ვეტერინარული დაავადებების შესახებ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (CRWAD) მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა. ღონისძიებაში 500-ზე მეტი მეცნიერი და დარგის სპეციალისტი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები და პრეზენტაციები.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემა იყო ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომებზე ვექტორებით გადამდები ზოონოზური დაავადებების (დაავადება, რომელიც არის ბუნებრივად გადამდები, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, ცხოველებსა და ადამიანებს შორის) წინააღმდეგ ღონისძიების ფარგლებში მოხდა ცხოველთა დაავადებების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა და გაზიარება.
საერთაშორისო კონფერენციაში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.