სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა
ლაბორატორიის ქსელში ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-თან შესაბამისობაზე საინსპექციო შემოწმება ჩატარდა.
„საი გლობალ ჯორჯიას“ შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე ცამეტ ლაბორატორიას.
დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/