ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ვიზიტი ბელგიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა.

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს ფედერალური სააგენტოს, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის კვლევითი ინსტიტუტისა და გენტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიები დაათვალიერეს და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ბელგიის ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს ფედერალურ სააგენტოში, ასევე, ბელგიის გარემოსა და სურსათის კვლევის, სურსათის უვნებლობის და ბრიუსელის გარემოს სააგენტოებში.

ქართული დელეგაციის წევრები ბელგიაში სამუშაო ვიზიტით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და მასპინძელი ორგანიზაციების ლაბორატორიებს შორის მოხდა სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება და საერთო გეგმების დასახვა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.