სამუშაო შეხვედრა ახალციხისა და ბათუმის ლაბორატორიებში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხისა და ბათუმის ლაბორატორიებში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, გაეცნენ ლაბორატორიების სამუშაო პროცესსა და შესაძლებლობებს. ამასთანავე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერებისა და ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის მიმართულებით.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ლაბორატორიის ქსელში შემავალი ცამეტივე ლაბორატორია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.