სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდნენ
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტში (UKZUZ) იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სპეციალისტებს სწავლებები მიკოლოგიაში, ბაქტერიოლოგიაში, ენტომოლოგიაში, ჰელმინთოლოგიაში, ფიტოპლაზმის გამოვლენასა და სექვენირებაში ჩაუტარდათ.
პროექტის მონაწილე მხარეებმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და საშუალებები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს.