ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტის ვიზიტი ინგლისში

#

ინგლისში, პირბრაიტის ინსტიტუტში, თურქულის ვირუსის დიაგნოსტიკის შესახებ გამართულ ტრენინგ კურსს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი, ლიზა დურგლიშვილი დაესწრო.

ტრენინგ კურსი ეხებოდა თურქულის ვირუსს; მონაწილეებმა შეისწავლეს ვირუსის ეპიდემიოლოგია; ვირუსოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდები და ა.შ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტს საშუალება ჰქონდა გაეღრმავებინა თურქულის ვირუსის დიაგნოსტიკის შესახებ ცოდნა და მონაწილეობა მიეღო პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პირბრაიტის ინსტიტუტში, გამართულ თურქულის ვირუსის ტრენინგ კურსში მონაწილეობდნენ: საქართველოს, პორტუგალიის, გერმანიისა და არგენტინის ლაბორატორიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დაავადება თურქულის კონტროლის ევროკომისიის (EuFMD) მიერ იყო ორგანიზებული.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.