ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი საერთაშორისო სწავლებას დაესწრო
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი აშშ-ის ქ. მანჰეტენში გამართულ საერთაშორისო სწავლებას დაესწრო.
სწავლება ეხებოდა მაღალი კონტეინმენტის (შეკავების) ლაბორატორიულ პრაქტიკასა და თეორიულ ნაწილს.
სწავლების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, კორეისა და იაპონიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მაღალ პათოგენურ აგენტებზე მუშაობის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ერთობლივი ნაშრომი წარადგინეს.
ღონისძიება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურისა და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიერ იყო ორგანიზებული.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
#ლაბორატორია2023
#ბიოუსაფრთხოება