ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლაბორატორიაში ტრიფენილმეთანის საღებავების ნარჩენებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა თევზში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ტრიფენილმეთანის საღებავების ნარჩენებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა თევზში.

კვლევის მეთოდი თევზში მალაქიტის მწვანის, ლეუკო მალაქიტის მწვანის, კრისტალური იისფერის, ლეუკო კრისტალური იისფერისა და ბრილიანტის მწვანის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემოწმდეს თევზპროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.

 

 

#ლაბორატორია2023
#სურსათისკვლევა
#სოფლისმეურნეობა
#თევზი