ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტმა, პასტერის ინსტიტუტში გამართულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტმა, თამარ ბაისონაშვილმა, საფრანგეთის ქალაქ პარიზში MediLabSecure პროექტის ფარგლებში, პასტერის ინსტიტუტში გამართულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

თ. ბაისონაშვილმა გაიარა სწავლების შესარჩევი ეტაპი, სადაც 200 აპლიკანტიდან 12 მონაწილეს შორის მოხვდა.

სწავლების განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს სექვენირება - მეტაგენომიკა დაფუძნებული ოქსფორდის ნანოფორულ ტექნოლოგიებზე (MinION) და ბიოინფორმატიკის საფუძვლები.

შესწავლილი მეთოდი ლაბორატორიას დაეხმარება ინოვაციური კვლევის მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.