ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეგიონული კოორდინატორის ვიზიტი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პროექტის „სახელმწიფო მონიტორინგის ეროვნული პროგრამების გაძლიერება სურსათში ნარჩენი ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლების ტესტირების გაძლიერების გზით“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი კარმინა ველასკესი ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, კვალიფიციური პერსონალით და თანამედროვე ინსტრუმენტებით.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას და საკანონმდებლო დაახლოების პროცესის უზრუნველყოფას.