ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში პარაზიტოლოგიური გამოცდები ტარდება

#

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პარაზიტოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს: 
ცხოველის კანში დერმატომიკოზისა და  არაქნოიდების გამოვლენა
ცხოველის კოპროლოგიურ მასალაში ან/და სისხლში ჰელმინთებისა და  პროტოზოების გამოვლენა
სასმელ წყალში დიზინტერიული ამების, ლამბლიების ცისტებისა და ჰელმინთის კვერცხების განსაზღვრა. 

ლაბორატორია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე, სწრაფად და მარტივად მიიღონ კვლევის შედეგები.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელში არსებული კვლევის მეთოდები აკრედიტებულია.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/