სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს მცხეთის რაიონის, პატარა ქანდის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გაეცნენ.
მოსწავლეები უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიებში სამუშაო პროცესს დაესწრნენ და სპეციალისტებისგან მცენარეთა მავნე ორგანიზმების კვლევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც მცენარეთა დაავადებების ასევე მავნე ორგანიზმების კვლევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
#ლაბორატორია2023