ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლაბორატორიის სპეციალისტებმა თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს. 

სპეციალისტებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კვლევის მეთოდი, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მიმართულებით მაღალკვალიფიციური მომსახურება შესთავაზონ.

სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აქტიურად თანამშრომლობს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.