ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა

#

ლაბორატორიის ქსელში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტ ISO 9001:2015-თან  შესაბამისობაზე  სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა. 
მასერტიფიცირებელი კომპანიის „SAI  GLOBAL“ აუდიტორების შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ლაბორატორიას ახალი სერტიფიკატი მიენიჭა. 
საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მქონე თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას ქუთაისსა და ახალციხეში და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია). 
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელი ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო და ეროვნულ შემოწმებას. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, აკრედიტებულია.

 

#ლაბორატორია2023