ლაბორატორიის სპეციალისტებს შრომისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი ცამეტი ლაბორატორიის სპეციალისტებს შრომისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ანა კეკელიძე უძღვებოდა.
მონაწილეებმა ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების, შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების, სახანძრო უსაფრთხოებისა და არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ყოველწლიურად ტარდება.
#ლაბორატორია2023