გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის ფარგლებში, სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს ლაბორატორიის საქმიანობა, ვეტერინარიის მიმართულებით დანერგილი კვლევები და დიაგნოსტიკის მეთოდები გააცნეს.
მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კვლევების ჩატარებას.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს, გამოფენის ფარგლებში მოეწყო მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, სადაც გამარჯვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დმანისის სასელექციო სადგურში გამოყვანილი კავკასიური წაბლა და მეგრული წითელი გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", რომელსაც ახორციელებს Land O'Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
#ლაბორატორია2022