ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევების ჩამონათვალს ახალი მეთოდები დაემატა

#

სურსათის კვლევის დეპარტამენტმა ყოველწლიური შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა.

კვლევათა ნუსხას დაემატა:

➤  ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში:
• ანტიბიოტიკების - ნიტროფურანების მეტაბოლიტების რაოდენობრივი მეთოდით განსაზღვრა ხორცში, რძესა და თევზში.
• ანტიბიოტიკების - ქლორამფენიკოლის, სულფანილამიდების, ტეტრაციკლინის, სტრეპტომიცინისა და ანტიჰელმინთების, სკრინინგ მეთოდით განსაზღვრა ხორცში, რძესა და თევზში.
• პესტიციდების - ამიტრაზის, ბრომუკონაზოლისა და კლოტრიმაზოლის რაოდენობრივი მეთოდით განსაზღვრა თაფლში;
• მიკოტოქსინების B1-ისა და ჯამური აფლატოქსინების -B1, B2, G1, G2-ის განსაზღვრა თხილში, ნიგოზში და სხვა კაკლოვნებში და მარცვლოვნებში;

➤  ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში:
• შაქრების განსაზღვრა პურში, საკონდიტრო ნაწარმში, არაფქვილოვან ნაწარმში და რძის პროდუქტებში;
• სუფრის მარილის განსაზღვრა პურში;
• პურის მასური წილის განსაზღვრა გატარებული ხორცის ნახევარფაბრიკატებსა და კულინარიულ ნაწარმში;
• ჭარბი წყლის შემცველობის განსაზღვრა, წვეთოვანი მეთოდით, გაყინულ/სწრაფად გაყინულ ქათამში/ქათმის ნაჭრებში.

2022 წლის მონაცემებით, ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.

დღეისათვის ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები რაოდენობა აღემატება 500 მაჩვენებელს.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები.

დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციასთან დაკავშირებით იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე:  http://sla.gov.ge/Ge/Certificates