გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ლაბორატორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიის საქმიანობის 6 თვის ანგარიშს გაეცნენ.
ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ლაბორატორიაში დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებული სიახლეებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უწყვეტად გაგრძელდება ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერება.
შეხვედრაზე 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხები და მომავალი წლის გეგმებიც განიხილეს.
მინისტრმა ლაბორატორიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სურსათის კვლევების გაძლიერების მიზნით, ლაბორატორიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა.
ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით დიდია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.