სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კოლეჯი “მერმისის” სტუდენტების ვიზიტი გაიმართა
ლაბორატორიაში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ლაბორატორიის ნიმუშების მიმღების, სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები.
სტუდენტები ლაბორატორიის დეპარტამენტების სამუშაო პროცესს გაეცნენ და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს.