ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის სურსათის, გარემოს და შრომის უსაფრთხოების სააგენტოს (ANSES) ცხოველთა დაავადებების ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი სამეცნიერო პროექტის „აზერბაიჯანსა და თურქეთში ბრუცელოზის ბიოზედამხედველობა“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მონაწილე მხარეებმა  
ბრუცელოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და მაღალი მგრძნობელობის სადიაგნოსტიკო საშუალებები განიხილეს.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქტიურად ტარდება ბრუცელოზის წინააღმდეგ საკონტროლო ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ოპერაციული პროცედურების სტანდარტიზაცია, რათა, მოხდეს ერთიანი სისტემით მუშაობა და რეგიონში არსებული შედეგების შეჯამება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს.