ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა

#

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, წალკასა და მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საკვლევი ნიმუშები  შეაგროვეს და შესაბამისი  მეთოდებით გამოიკვლიეს.
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, ჩეხმა სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს ბაქტერიოლოგიაში, ჰელმინთოლოგიაში და ToBRFV ვირუსის PCR მეთოდით კვლევაში. 
აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტს ჩეხეთის მხარემ საჩუქრად გადასცა მიკროსკოპი, რომელსაც ლაბორატორიის სპეციალისტები გამოიყენებენ მცენარეთა მავნე ბაქტერიების და სოკოების იმუნოფლუორესცენტული მეთოდით იდენტიფიკაციისთვის. 
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.