სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა „სტუდენტთა დასაქმების ფორუმი 2022-ში” მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში, ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს გააცნეს ლაბორატორიის საქმიანობა, მიზნები, დიაგნოსტიკის მიმართულებები და ლაბორატორიაში სტუდენტური პრაქტიკის გავლის სისტემა.
ფორუმი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, USDA-ს და Venture37-ის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების პერსპექტივის გამოსავლენად, ჩატარდა სტუდენტებთან გასაუბრება. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/