სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ინსპექციისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) თანამშრომლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ.
ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ჩეხ კოლეგებთან ერთად, მცენარეთა მავნე ორგანიზმები შეაგროვეს. განხორციელდა მცენარეთა მავნე ორგანიზმებზე დაკვირვება და მათი იდენტიფიკაცია. სწავლებები ჩატარდა: სოკოების, ვირუსების, ჰელმინთების და მწერების იდენტიფიკაციაზე ბიოლოგიური, მორფოლოგიური და მორფომეტრული მეთოდებით.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონის ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.