ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წელს განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები შეაჯამეს

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებისა და ამერიკის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის სამეცნიერო ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ დაფინანსებული იმ სამეცნიერო-კვლევით პროექტების შედეგები შეაჯამეს,  რომლებიც 2021 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში განხორციელდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გეგმებზეც იმსჯელეს. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.