ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. 

პროექტში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიების თანამშრომლები. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში, შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მომავალი სპეციალისტებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში დაინერგოს ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. 

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოება ლაბორატორიული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.