ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდს (CRDF) შორის თანამშრთომლობის ფარგლებში, ლაბორატორიაში ბიოსამეცნიერო სტაჟირების პროგრამა განხორციელდა.

#

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებდა იმ უნარების და ტექნიკების შესწავლას, რაც აუცილებელია Bacillus anthracis-ის აღმოჩენისთვის და იდენტიფიცირებისთვის, კულტურის გამოყოფისთვის, ასევე, ბიოუსაფრთხოების ნორმების შესწავლასა და რისკების იდენტიფიცირებას.

პროგრამა მოიცავდა ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის დიაგნოსტიკის მეთოდებს, კვლევებთან დაკავშირებული ბიოუსფრთხოებისა და ბიოდაცვის პრინციპებს, რისკების იდენტიფიცირებას.

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, მიიღო ანბარის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სუფიან მოჰამედ შართუჰი (Dr. Sufyan Mohammed Shartooh). სტაჟირების კურსს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამა (CTR).

პროგრამით გათვალისწინებული გეგმით, სტიპენდიანტს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეოებებიც ჩაუტარეს.