სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაქვემდებარებაში საერთაშორისო სტანდარტისა და უმაღლესი აკრედიტაციის მქონე 13 ლაბორატორია შედის (თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, მარნეულის, დუშეთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმის, საჩხერის, მესტიის); ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო საკვალიფიკაციო სწავლებებს. 

დუშეთის რეგიონული ლაბორატორია, გაახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით, 2015 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ვეტერინარიის მიმართულებით კვლევები დუშეთში ათწლეულებია მიმდინარეობს. ლაბორატორიაში დანერგილია ყველა ის კვლევა, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია მთიან რეგიონში.  

ლაბორატორიაში შესაძლებელია: 
სისხლის გამოკვლევა ბრუცელოზზე (როზბნეგალის რეაქციის მეთოდითა და ფლუორესცენტრული პოლარიზაციის ტესტით (FPA)); 
რძის გამოკვლევა ბრუცელოზზე (რძის რგოლური რეაქციის მეთოდით); 
რძის გამოკვლევა მასტიტზე (კალიფორნიული მასტიტის ტესტით); 
სასმელი წყლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ უტყუარი შედეგები. 

2021 წლის მონაცემებით, დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულმა ნიმუშების რაოდენობამ 44 000-ს გადააჭარბა. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/