სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.
ბათუმის ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები ტარდება შემდეგი მიმართულებებით:
• ფიტოსანიტარიული;
• ბაქტერიოლოგიური;
• მიკოლოგიური;
• ვირუსოლოგიური;
• ენტომოლოგიური;
• ჰერბოლოგიური;
• ფიტოჰელმინტოლოგიური.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ზარალის თავიდან აცილების მიზნით, დროულად ჩაატარონ შესაბამისი კვლევები.
2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და ჩატარებული კვლევების რაოდენობამ 2100-ს გადააჭარბა.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/