ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისო კვლევის მეთოდებით ტარდება.

#

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დანერგილია:

ბრუცელოზის კვლევა  როზ-ბენგალ მეთოდით;
ბრუცელოზის კვლევა ფრუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (FPA);
რძის გამოკვლევა მასტიტებზე;
რძის გამოკვლევა რგოლური რეაქციის ტესტით;
არაქონიდებით გამოწვეული კანის დაავადებების გამოკვლევა;
ტრიქინელოზის კვლევა. 

ბათუმის რეგიონული ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 ლაბორატორიას მოიცავს, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვა და არსებული მეთოდების სრულყოფა.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/