სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის, სასურსათო ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყალის კვლევები ტარდება.

დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. 

კვლევები მიმდინარეობს ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებში.  

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. დღეისათვის, სურსათის კვლევის დეპარტამენტში ნიმუშების გამოკლვევა შესაძლებელია 140-ზე მეტ მაჩვენებელზე. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/