სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სალმონელას დიაგნოსტიკა მიმდინარეობს

#

ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში შესაძლებელია სალმონელას დათესვის მეთოდითა და PCR მეთოდით გამოკვლევა.

სალმონელა ბაქტერიაა, რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადება სალონელოზს. დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია დაბინძურებული სასურსათო პროდუქტები. პრევენციისთვის, აუცილებელია მოხდეს საკვები პროდუქტების დროული შემოწმება. 

სურსათის კვლევის დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდები ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად მიიღონ შედეგები. 

სოფლის მეურნოების სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, რაც გარანტიაა, რომ შედეგები უტყუარია.

2020 წელთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შემოსული, სალმონელას ნიმუშების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/  

 

#ლაბორატორია2022 #კვლევა #სოფლისმეურნეობა2022 #სალმონელა #მიკრობიოლოგია #გამოცდა