სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბრუცელოზის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს
ბრუცელოზი განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებაა. დაავადების წყარო შესაძლებელია იყოს როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ასევე ღორი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის (ხორცი, რძე, რძის პროდუქტები და ა.შ.) გამოყენებით.
ბრუცელოზზე ცხოველთა დიაგნოსტიკას ლაბორატორია დაარსების დღიდან ახდენს. კვლევა ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური მეთოდებით კეთდება ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში.
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში ბრუცელოზის კვლევა მიმდინარეობს შემდეგი მეთოდებით:
• კულტურის გამოყოფა;
• რძის რგოლური რეაქცია;
• ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტი;
• როზბენგალის რექცია.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე, მარტივად და სწრაფად მიიღონ უტყუარი შედეგები.
დროული დიაგნოსტიკა კი, ზარალის თავიდან აცილების საკუეთესო საშუალებაა.
2020 წელთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შემოსული ბრუცელოზის ნიმუშების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/