ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შესაძლებელია სურსათის ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის გამოკვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.

ფიზიკო-ქიმიური კვლევების ლაბორატორიაში შესაძლებელია ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა როგორც სურსათში, ასევე, ცხოველთა საკვებში.

სურსათის ენერგეტიკული ღირებულება არის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში სურსათის შემადგენლობაში შემავალი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სრული დაჟანგვის დროს, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/