ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

2021 წლის ბოლო ორი თვის მონაცემებით, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სასურსათო პროდუქტების კვლევების რაოდენობა გაიზარდა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის გამოკვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. 

2021 წლის ბოლოს, ლაბორატორიაში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სასურსათო პროდუქტების შემოწმებაზე. 

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებთან შედარებით, 2021 წლის ბოლო ორ თვეში, ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების რაოდენობა 44%-ით, ხოლო ჩატარებული კვლევების რაოდენობა 126%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სურსათის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

მომხმარებლისთვის ხარისხიანი სურსათის მისაწოდებლად, საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოხდეს ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უწყვეტად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვა და არსებული მეთოდების სრულყოფა.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/