ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს

#

სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში მიმდინარეობს: 

ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების გამოვლენა;
აერობული მიკროორგანიზმების კოლონიების რაოდენობის განსაზღვრა;
სტაფილოკოკური ენტეროტოქსინების გამოვლენა;
სალმონელას გამოვლენა;
ენტერობაქტერიების გამოვლენა; 
ლისტერია მონოციტოგენეზის გამოვლენა; 
და სხვა პათოგენების გამოვლენა. 

ლაბორატორია საშუალებას აძელვს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე, სწრაფად და მარტივად მიიღონ კვლევის შედეგები. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიაში დაცულია არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიის შეუფერხებლად მუშაობას.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/