სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარეობს მცენარეული მასალის გამოკვლევა მავნე ორგანიზმების არსებობაზე
ლაბორატორიაში შესაძლებელია:
• ატმის როზეტისებრი მოზაიკის ვირუსის გამოვლენა;
• ვაშლის მოზაიკის (APMV) ვირუსის გამოვლენა;
• ვაზის არაბისის მოზაიკის ვირუსის გამოვლენა.
მოზაიკის ვირუსი იწვევს მცენარის ფოთლებზე ლაქების გაჩენას, ან ფოთლების დახვევას (აპრეხას), შენელებულ ზრდას და შესაბამისად მოსავლის შემცირებას.
მცენარის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული დიაგნოსტიკა.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი მცენარეული მასალის გამოკვლევას მავნე ორგანიზმებისა და სხვადასხვა ვირუსების არსებობაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიაში დაცულია არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიის შეუფერხებლად მუშაობას.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/