ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-თან შესაბამისობაზე საზედამხედველო აუდიტი ჩატარდა. 

„საი გლობალ ჯორჯიას“ შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მუდმივად განვითარებადია და სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს. 

საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას,  2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას ქუთაისსა და ახალციხეში და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია). 

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/