ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მცენარეების რგოლოვანი ლაქიანობის ვირუსის გამოვლენა მიმდინარეობს

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შესაძლებელია:

• პომიდვრის რგოლოვანი ლაქიანობის ვირუსის გამოვლენა;
• თამბაქოს რგოლოვანი ლაქიანობის ვირუსის გამოვლენა.

ვირუსის სიმპტომები გვხვდება მცენარის ზრდის ნებისმიერ სტადიაზე, რამაც შესაძლებელია მცენარის ყველა ნაწილი დააინფიციროს.
   
ვირუსით შესაძლებელია დაინფიცირდეს სხვადასხვა  ბაღჩეული და ბოსტნეული, ასევე, ტექნიკური (თამბაქო) კულტურა, ხეხილოვანი კულტურა, კენკროვნები (ძირითადად-ჟოლო), ვაზი. 

ვირუსით ინფიცირებულ მცენარეებში აღინიშნება მცენარის ზრდის დაკნინება, ფოთლების ზომაში შემცირება და ყვითელი ლაქიანობა.

მცენარის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული დიაგნოსტიკა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი მცენარეული მასალის გამოკვლევას მავნე ორგანიზმებისა და სხვადასხვა ვირუსების არსებობაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
  
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/