ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიაში შემოსულ მცენარეულ ნიმუშებზე 1200 კვლევა ჩატარდა

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება. 

ლაბორატორიაში შესაძლებელია მცენარეული ნიმუშის:

• ბაქტერიოლოგიური გამოცდა,
• ვირუსოლოგიური გამოცდა,
• მიკოლოგიური გამოცდა,
• ენტომოლოგიური და აკაროლოგიური გამოცდა. 

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/