2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 126,399 კვლევა ჩატარდა
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 126,399 კვლევა ჩატარდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების კვლევა და მათი ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური გამოცდები მიმდინარეობს.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
მარნეულის ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი და ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge
Tel: +995 32 253 09 68