ბათუმის ლაბორატორიაში მცენარებული ნიმუშების კვლევა და მათი ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, მიკოლოგიური გამოცდები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარებული ნიმუშების კვლევა და მათი ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, მიკოლოგიური გამოცდები ტარდება.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია; ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი და სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.
2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 1100 კვლევა ჩატარდა.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge