გორის ლაბორატორიაში დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გორის რეგიონული ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.
გორის ლაბორატორიაში შესაძლებელია: განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადების ბრუცელოზის დიაგნოსტიკა, ასევე, რძის შემოწმება მასტიტზე.
2021 წლის 6 თვის მონაცემებით, გორის ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 3010 კვლევა ჩატარდა.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories