ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტი საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი თამარ ბაისონაშვილი, საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადის, ვეტერინარიის მიმართულების, გამარჯვებული გახდა. 

აგროოლიმპიადის ორივე ეტაპზე თამარმა პირველი ადგილი მოიპოვა. 

თამარ ბაისონაშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც შენი ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩენის, ასევე, საკუთარი შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, გამოცდის, საშუალება გაქვს. აგრარულ ოლიმპიადი სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა... ადვილი ნამდვილად არ იყო. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. ამ გამარჯვებით მიღებული კვლევითი გრანტის გამოყენებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვგეგმავ. კვლევას, რომელსაც განვახორციელებ, ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემად გამოვიყენებ”. 

აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორები იყვნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).