სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით ტარდება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, საერთაშორისოდ აკრედიტებული მეთოდებით ტარდება შემდეგი კვლევები:
• მცენარეული მასალის გამოკვლევა მავნე ორგანიზმების არსებობაზე;
• ნიადაგის ენტომოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მიკოლოგიური გამოკვლევა;
• თესლის ხარისხის განსაზღვრა;
• მცენარეული მასალის სხვადასხვა ვისურსის გამოვლენა.
2021 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე 1650 კვლევა ჩატარდა.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories