ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ტარდება

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ტარდება. 

დეპარტამენტი აერთიანებს მიკრობიოლოგიურ, ფიზიკო-ქიმიურ და ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიებს.

სურსათის კველვის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს: 
სურსათის ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა; 
სურსათში ნიტრატებისა და ნიტრიტების განსაზღვრა; 
სურსათში ტენიანობის განსაზღვრა; 
ასევე, სხვა ფიზიკო-ქიმიური კვლევები. 

 

2021 წლის 4 თვის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარდა 3400 კვლევა. 

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს. 

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - https://sla.gov.ge/Ge/Tariffs