სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ლაბორატორიის თანამშრომლები დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.
დღეისათვის ლაბორატორიიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე აცრილია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მოსახლეობის აქტიური ჩართვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისათვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნედეს.
ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება:
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
• ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
• მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;
• დაიცავით სოციალური დისტანცია და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას;
• გამოიყენეთ პირბადე;
• მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს;
• გაწმინდეთ და საგულდაგულოდ დაასუფთავეთ ზედაპირები, რომელთაც ყველაზე ხშირად ეხებით.
აღსანისნავია, რომ მიუხედავად პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, დადგენილი რეგულაციების დაცვით, სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობისა კვლევებს.