მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.
მარნეულის ლაბორატორიაში შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა:
• ჯილეხი
• ბრუცელოზი
• რძის შემოწმება მასტიტზე.
2021 წლის 4 თვის მონაცემებით, მარნეულის ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარდა 42000 კვლევა. საიდანაც, მხოლოდ 3%-ში დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებლები.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა დაცულია. ლაბორატორია შეუფერხებლად მუშაობს.
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories